X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • მარნეულიდან გადმოყვანილ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

    პაციენტთა რაოდენობა, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს, დღეს 9-მდე გაიზარდა. ბოლო პაციენტი, რომელმაც გამოჯანმრთელება მედიკოსების დახმარებით მოახერხა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს, დღის განმავლობაში დატოვებს.

    კიდევ ერთი პაციენტი გადის მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც მარნეულიდან გადმოიყვანეს. საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტს დაუდგინდა ფილტვების ორმხრივი ანთება და ასევე აღენიშნება რიგი თანმხლები დაავადებები.
    20 ნახვა
    24-03-2020, 09:37