X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კონტროლი გრძელდება

    კარანტინის მეორე დღე ქვემო ქართლში - მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კონტროლი გრძელდება. პოლიცია და სამხედროები საგუშაგოებზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები საგუშაგოები, მეორეხარისხოვანი კი მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება. პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებშიც პატრულირებენ.

    მარნეულის შესასვლელთან მოძრაობა შეფერხებულია. პროცესს დადგენილი საკარანტინო წესები აფერხებს, რომ ყველა ადამიანის გადადგილება იყოს უსაფრთხო.

    შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ.

    რისკზონაში შესვლისას განსაკუთრებული სიმკაცრით ამოწმენებ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან და რეგიონში შესვლა სურთ. გამშვები პუნქტიდან დღეს ყველა ასეთი ადამიანი უკან გამოაბრუნეს, მათ შორის სამართალდამცველებმა გადაადგილების უფლება არ მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრის დაკრძალვას უნდა დასწრებოდნენ.
    27 ნახვა
    24-03-2020, 09:49