GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
საქართველოში კორონავირუსის  3  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
  • საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 73-ს შეადგენს.

    კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება.

    მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9 პირი.

    კვლავ უკიდურესად მძიმეა მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების 4 ახალი შემთხვევა სწორედ, აღნიშნულ პაციენტთან კონტაქტში მყოფებს, მის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.
    131 ნახვა
    X
    25-03-2020, 09:59