GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • მარნეულში პროდუქტების შეტანა-გამოტანასთან დაკავშირებით გარკვეული სქემა მუშავდება

    მკაცრი კარანტინის გამო ჩაკეტილი მარნეულის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი მივიდნენ.

    ლევან დავითაშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს წევრები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ის მცირე ხარვეზები, რაც იყო პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით აღმოიფხვრას და შემუშავდეს სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ შეფერხება მომავალშიც არ შექმნას.

    სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ მთავრობის წევრებმა მუნიციპალიტეტში შესვლაზე უარი თქვეს სწორედ იმ მიზეზით, რომ დამორჩილებოდნენ იმ შეზღუდვებს, რომელიც ამ მუნიციპალიტეტში მოქმედებს. მისივე ინფორმაციით, პროდუქტების შეტანა-გამოტანასთან დაკავშირებით გარკვეული სქემა მუშავდება.
    79 ნახვა
    X
    25-03-2020, 10:08