X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • მკაცრი კონტროლი მარნეულსა და ბოლნისის შესასვლელებში

    დადგენილი წესების მკაცრი დაცვით მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექიმები სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე, ცოტა ხნის წინ, მავთულხლართები მიიტანეს, ტერიტორიაზე გაავლეს და ამით კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს.

    მარნეულსა და ბოლნისში დღეს განსაკუთრებული რეჟიმის მესამე დღეა. წუხანდელმა ღამემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და სიტუაციის რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია.

    დროის ამ პერიოდში ტერიტორიაზე ნელ-ნელა მიმოსვლა აქტიურდება. მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი მკაცრ შემოწმებას გადის. ტერიტორიაზე შედიან მხოლოდ ის ავტომობილები, რომლებსაც მუნიციპალიტეტებში ტვირთი შეაქვთ, ასევე შედიან სხვადასხვა ობიექტებზე დასაქმებული ადამიანები, მათ შორის ექიმები.

    ტერიტორიის კონტროლი მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ღამის ხედვის აღჭურვილობით მიმდინარეობდა, ასევე კონტროლდებოდა შემოვლითი, მეორეხარისხოვანი გზებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კონტროლისთვის იყენებენ დრონსაც.

    დღესვე ბოლნისსა და მარნეულში მოქალაქეებს სწრაფი ტესტები ჩაუტარდებათ.
    42 ნახვა
    25-03-2020, 10:13