X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთისას გადააჭარბა
  • ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთისას გადააჭარბა

    ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთისას გადააჭარბა.

    ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 434 შეადგინა. ბოლო 24 საათში ვირუსმა 738 ადამიანი იმსხვერპლა.

    ინფიცირებულთა რაოდენობა 47 610-მდე გაიზარდა.

    ესპანეთი კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობის მიხედვით იტალიის შემდეგ მეორე ადგილზეა.

    ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, იტალიაში COVID-19-მა 6820 ადამიანი, ჩინეთში კი - 3 285 შეიწირა.
    111 ნახვა
    25-03-2020, 10:25