X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • მარნეულიდან გადმოყვანილი ორსული, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი ორსული ქალი 62 წლის დაინფიცირებული მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავია.

    ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ორსული ქალი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, სადაც მკურნალობას გადის.

    როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქალის ახლო კონტაქტების მოკვლევა მარნეულში კვლავ გრძელდება.

    "ეს ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ დღეს მარნეულში, გამოკვლევა მიმართულია ამ ქალბატონის ახლო კონტაქტების და ნათესავების და შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას, ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს აქ COVID-19-ის ინფექცია და გადმოყვანილი არის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ექიმები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
    20 ნახვა
    26-03-2020, 09:30