GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს COVID-19 დაუდასტურდა

    ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს COVID-19 დაუდასტურდა. ინფრომაციას CNN ავრცელებს.

    ვეფხვს, სახელად ნადიას, ასევე მის დას, აზულს, კიდევ ორ ვეფხვს და სამ აფრიკულ ლომს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ.

    ზოოპარკი 16 მარტიდან არის დაკეტილი.

    "ამჟამად, ზოოპარკში გვყავს 4 ვეფხვი და 3 ლომი, რომელთაც რესპირატორული სიმპტომები განუვითარდათ, აქვთ გართულებული ხველა, რამდენიმე დღის წინ ნადიამ უარი განაცხადა კვებაზე, რის გამოც მისი დაძინება და შესაბამისი კვლევების ჩატარების აუცილებლობა გახდა საჭირო. კვლევებმა კი აჩვენა რასთან გვქონდა საქმე, რაც მოხდა მოსალოდნელი იყო, რადგან როგორც იცით, ნიუ იორკი შტატებში COVID-19-ის ეპიცენტრს წარმოადგენს,“ – აცხადებს ბრონქსის ზოოპარკის უფროსი ვეტერინარი, პოლ კელი.
    121 ნახვა
    X
    6-04-2020, 09:33