GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ბოდიშს იხდის

    სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის კონტაქტების რაოდენობაც საგრძნობლად დიდია, ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

    გიორგი ღვინჯილია ბოდიშს უხდის ყველა იმ პირს, რომელსაც მასთან კონტაქტის გამო ახლა კარანტინში ყოფნა უწევს. კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენი აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მას კონტაქტი სულ 16 ადამიანთან ჰქონდა.

    აქედან ახლო კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ ოთ მათგანთან. მისივე თქმით, არც ჩხოროწყუს რაიონში ყოფილა და არც მოგზაურობის ისტორია აქვს. სპორტსმენის თქმითვე, მას არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი.

    "მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გამო კარანტინშია. ვიცი დამნაშავე ვარ და ამას არ აქვს გამართლება. კონტაქტი მქონდა 16 ადამიანთან, აქედან მჭიდრო მხოლოდ ოთხთან, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ," - აღნიშნავს ვიდეო მიმართვაში გიორგი ღვინჯილია.
    174 ნახვა
    X
    6-04-2020, 09:41