X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
მეუღლეზე ძალადობისთვის დაკავებული მამის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
  • მეუღლეზე ძალადობისთვის დაკავებული მამის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

    ვინ არის მოძალადე,დედა თუ მამა - მეუღლეზე ძალადობისთვის დაკავებული მამის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. ბრალდებული ცოლზე ძალადობისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევია. ცოლი კი, რამდენიმე წელია შვილებზე ძალადობისთვის იხდის სასჯელს.

    თუმცა, ოჯახის ახლობლები საუბრობენ, რომ რეალურად ბავშვებს არა დედა, არამედ მამა სცემდა. ახალი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა საქმე რადიკალურად შეიცვალოს, თუმცა დაკავებული მამაკაცის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობასა და მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს.

    "ბავშვებმა შეიცვალეს პოზიცია მას შემდეგ, როცა უკვე მამა იყო პატიმრობაში და ბავშვები აღმოჩნდნენ დედის ოჯახის მფარველობის ქვეშ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ბავშვები მოექცნენ დედის მხარის ნათესავების ზემოქმედების ქვეშ. ფაქტიურად, შექმნეს ლეგენდა და ის მიიტანეს გამოძიების წინაშე, რათა მომხდარიყო გარკვეულწილად, შურისძიება და სამაგიეროს გადახდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ," - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე ამირხანაშვილმა.

    შვილებზე ძალადობის მუხლით დაკავებულ დედას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ბავშვები ახლა დაკავებული ქალის მშობლების სახლში იზრდებიან. მათი მამის სასამართლო პროცესი დღეს 21 მაისს არის ჩანიშნული.
    34 ნახვა
    21-05-2020, 00:52