X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • უბედური შემთხვევა თუ სუიციდის მცდელობა - გოგონა მე-4 სართულიდან გადმოვარდა

    უბედური შემთხვევა თუ სუიციდის მცდელობა - ხმაური იყო გუშინ ღამით პეკინის გამზირზე. გოგონა მე-4 სართულიდან გადმოვარდა. ის მრავლობითი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გამოკითხეს.

    საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    "ახალგაზრდა გოგონა იყო გადმოვარდნილი მე-4 სართულიდან. ჩვენ რომ გადავიხედეთ, უკვე ძირს იყო და სასწრაფომ წაიყვანა. ცოცხალი იყო იმიტომ, რომ ესაუბრებოდა. თავისუფლად არ საუბრობდა, უბრალოდ როცა საკაცეზე დააწვინეს, მაშინ ხმები გამოსცა, ანუ ცოცხალი იყო," - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

    შეგახსნებთ, შემთხვევა პეკინის ქუჩაზე წუხელ მოხდა.
    32 ნახვა
    21-05-2020, 09:36
    News-ები