X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • შემდგომი სამი თვის განმავლობაში სესხის მომსახურება ავტომატურად გადაუვადდება

    პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა და რომელსაც სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში სესხის მომსახურება ავტომატურად გადაუვადდება. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

    "საქართველოს მთავრობისა და საბანკო სექტორის, ეროვნული ბანკის თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით გადაუვადა.

    ეს სამი თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა და მივიღეთ ერთობლივი შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს: ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება, ასევე სამი თვით. ხაზგასმით ვამბობ, ყველა მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფო სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ეხმარება.

    გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის მნიშვნელოვანი," – განაცხადა გიორგი გახარიამ.
    21 ნახვა
    21-05-2020, 09:40
    News-ები