X
GOGA.TV
13
  • საზარელი მკვლელობა გურიაში, მამამ შვილი მოკლა

    შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამა დაკავებულია. 1971 წელს დაბადებული მამაკაცი ჩოხატაურში, ჩაის პლანტაციაში იმალებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ის სანადრო თოფით იყო შეიარაღებული.

    გუშინ მომხდარი მკვლელობის შესახებ კი სოფელში ამბობენ, რომ მამა-შვილს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ. მათივე თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

    ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ყველას ეგონა ალაბთ თვითმკვლელობამდე მიიყვანდა თავს ამ ამბის შემდეგ, მაგრამ ცოცხალი დახვდათ და აიყვანეს, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

    შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

    მომხდარზე გამოძიება 109-ე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული და 13-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

    ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა, ასევე პირადი ჩხრეკისას მამაკაცს თან აღმოაჩნდა თოფი და 12 ვაზნა.

    მკვლელობა ჩოხატაურში გუშინ მოხდა.


    ავტორი: თეა ვაშალომიძე
    161 ნახვა
    22-05-2020, 08:50