X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე
  • შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე

    79 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა.

    კანონპროექტი მთავრობას შეზღუდვების საგანგებო მდგომარეობის გარეშე დაწესების უფლებას აძლევს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მიზეზად კი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებას ასახელებს.

    დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა..

    ოპოზიცია კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ.
    32 ნახვა
    22-05-2020, 08:53