X
GOGA.TV
13
ქართული ოცნების" წევრი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, გაათავისუფლეს
  • ქართული ოცნების" წევრი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, გაათავისუფლეს

    "ქართული ოცნების" წევრი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, ოზურგეთის სასამართლომ, ექვსი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

    გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა. საპყრობილეს გიორგი თავართქილაძე, გირაოს გადახდისთანავე დატოვებს.

    შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" წევრი დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

    ოზურგეთის მერიის თანამშრომლისა და სამხედრო გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, გიორგი თავართქილაძის დასაკვებლად სპეცოპერაცია ქალაქის ცენტრში, ჭანტურიას ქუჩაზე ჩატარდა. დაკავებისას მას დიდი ოდნებით ნარკოტიკული ნივთიერება ამოუღეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-რეალიზაციის მუხლით მიმდინარეობს.
    24 ნახვა
    4-06-2020, 09:53