X
GOGA.TV
13
  • "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბოლო განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ისინი შეთანხმების დარღვევას აპირებენ

    მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლიდანაც აშკარად ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ გადახედვას აქვს ადგილი ამ მიდგომის - საუბარი მეორე ტურებზე, საუბარი "ვიღაცამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, მაშინ აზრი არ აქვს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

    ბოკერია "ნაციონალურ მოძრაობასა" და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ ყველა პარტიას მოუწოდებს დაიწყოს კონსულტაციები და შეთანხმდნენ პირველ რიგში თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე. პარტიაში ფიქრობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბოლო განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ისინი შეთანხმების დარღვევას აპირებენ.
    21 ნახვა
    4-06-2020, 09:59