X
GOGA.TV
  • ბიზნესმენ გელა თოფურიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

    "მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, ქუთაისში მომხდარ სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ბიზნესმენ გელა თოფურიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. შსს დაინტერესდა კანონიერად ფლობს თუ არა თოფურია ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც გასროლა მოხდა. ჩხრეკის პროცესს თოფურიას ადვოკატიც ესწრება სამართალდამცველები კი კომენტარს არ აკეთებენ. ამ დრომდე უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

    მიმდინარეობს ჩხრეკა. მას ჰქონდა რეგისტრირებული იარაღი, ნებაყოფლიბით წარმოუდგინა შსს-ს თანამშრომლებს. ეს ინფორმაცია სავარაუდოდ მიიღო მედიასაშუალებიდან შესაბამისამა უწყებამ, - ამბობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

    შეგახსენებთ, ქუთაისის ცენტრში დაპირისპირება ბიზნესმენ გელა თოფურიასა და მეეზოვეს შორის გუშინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. როგორც თოფურიას მეზობლები ამბობენ, სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, მის სახლთან რამდენიმე პირი შენიშნეს. სავარაუდოდ, მეეზოვემ დახმარების მიზნით ახლობლებს მიმართა, გასროლაც ამის შემდეგ მოხდა
    57 ნახვა
    4-06-2020, 10:07