X
GOGA.TV
  • ჩვენს ქვეყანაში ისეთი სასტიკი გამოწვევებია, როგორიც არასდროს ყოფილა, დონალდ ტრამპი კი საკუთარ თავს ტაშს უკრავს

    შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს ნატოს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო ძალის გამოყენება უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს. ტრამპი გააკრიტიკეს ოპონენტებმაც.

    შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის გაცხადებით, დროა დონალდ ტრამპი საკუთარი ბუნკერიდან გამოვიდეს და საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების შედეგებს შეხედოს.

    "ჩვენს ქვეყანაში ისეთი სასტიკი გამოწვევებია, როგორიც არასდროს ყოფილა, დონალდ ტრამპი კი საკუთარ თავს ტაშს უკრავს. ჩემი აზრით, მას წარმოდგენაც არ აქვს რეალურად რა ხდება ამ ქვეყანაში. წარმოდგენა არ აქვს იმ ტკივილის სიღრმეზე, რომელსაც ამდენი ადამიანი განიცდის. დროა, საკუთარი ბუნკერიდან გამოვიდეს და საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების შედეგებს შეხედოს,"- აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი.
    75 ნახვა
    6-06-2020, 06:53