X
GOGA.TV
13
  • სოფელ ნაღვარევში მოსახლეობა დროებითი საცხოვრებლის მშენებლობას აპროტესტებს

    დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში მოსახლეობა დროებითი საცხოვრებლის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, 49-ნომრიანი საცხოვრებელი, მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალისთვის შენდება, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან და რომლებმაც ახალი შემოვლითი მაგისტრალის ქვეშეთი-კობის 23 კილომეტრიანი გზის მშენებლობაში უნდა მიიღონ მონაწილება. დღეს ადგილზე ჩავიდა ჩინური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, მშენებლობა მანამდე არ განახლდება, სანამ კომპანია ნებართვას არ მოიპოვებს. ადგილობრივების თქმით, მშენებლობა მე-13 საუკუნის წმინდა გიორგის ტაძართან ახლოს მიმდინარეობს, შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს აზიანებს.

    იმ შემთხვევაში თუ მშენებლობა განახლდება, ადგილობრივები მასშტაბური აქციით იმუქრებიან.
    40 ნახვა
    7-06-2020, 08:16