X
GOGA.TV
  • შეხვედრა სოციოლოგიურ კომპანია "გორბის" დირექტორსა და ქართული ოცნების პიარტექნოლოგს შორის

    შეხვედრა სოციოლოგიურ კომპანია "გორბის" დირექტორსა და "ქართული ოცნების" პიარტექნოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილს შორის. ფოტოს მოძრაობა "გხედავ" ავრცელებს. სწორედ "გორბს" უკვეთავს კვლევებს ტელეკომპანია "იმედი", სადაც მუდმივად მმართველი პარტია ლიდერობს.

    ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფოტო კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ "ოცნების" და "იმედის" კვლევები რეალობას არ ასახავს და ის მმართველი გუნდის დაკვეთითა და ლაშა ნაცვლიშვილის მონაწილეობით იწერება:

    ხელსუფლება გვატყუებს, თითქოს ნეიტრალური იმედი ნეიტრალურ კვლევით ორგანიზაციას უკვეთავს კვლევას და რეაურად აღმოჩნდა, რომ ამ ორგანიზაციას აქვს მჭიდრო კონტაქტი ქართული ოცნების მთავარ პროპაგანდისტთან - ამბობს ელენე ხოშტარია
    62 ნახვა
    7-06-2020, 10:49