X
GOGA.TV
13
  • თხევადი გაზი ძვირდება - პარლამენტი კანონპროექტი შეტანილია

    თხევადი გზი ძვირდება. ბიზნესასოციაციამ, რომელსაც საწვავის შემომტანი კომპანიები ლობირებენ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხდევითაც გაზზე აქციზის ფასი იზრდება. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

    თხევადი გაზის ასოციაციის წარმომადგნელები კანონპროექტის მიღების წინააღმდეგები არიან. ასოციაციაში ამბობენ, რომ კანონად ქცევის შემთხვევაში 2 ათასამდე ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩება, ეკონომიკა კი უფრო ღრმა კრიზისში შევა:

    დღევანდელ დღეს ამ აქციზის მიღება გამოიწვევს იმას, რომ თხევადი გაზი საქართველოში გაუტოლდება დაახლებით 70%-ს ბენიზნის ფასის, რაც გამოიწვევს ჩვენი ბიზნესის გაჩრებეას. გააძვირებს მოსახლეობისთვასც გაზს" ამბობს თხევადი გაზის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.

    ეკონომისტები და დარგის ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ თხევადი გაზის გაძვირება თითქმის ყველა პროდუქტის ფასების მატებას გმოიწვევს. გარდა ამისა, მათი თქმით, იმ დროს როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ფასების მატება მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს.

    გაძვირდება სოფლის მეურენობის პროდუქცია, გაძვირდება პური, აქციზი არ იწვევს მარტო საწვავის გაძვირებას. ის იწვევს ყველაფრის გაძვირებას, რასაც ლოჯისტიკა და გადაადგილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს - ამბობს ირაკლი ყიფიანი

    "ევროპულ საქართველოში" კანონპროეტქთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ხელისუფლება გადასახადების დაწევის ნაცვლად, ცალკეულ ბიზნესზე ზრუნავს.
    71 ნახვა
    7-06-2020, 10:56