X
GOGA.TV
13
  • დავით ქაცარავას და "ძალა ერთობაშიას" წევრებს ქართულმა პოლიციამ ატოცი დაატოვებინა

    ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისინი მცოცავი ოკუპაციის ახალი შედეგების გამოაშკარებისთვის დასაჯა.

    დავით ქაცარავას და "ძალა ერთობაშიას" წევრებს ქართულმა პოლიციამ ატოცი დაატოვებინა. ქაცარავა ამბობს, რომ ისინი რამდენიმე საათი უკანონო ტყვეობაშიც იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ქართველმა სამართალდამცვებმა ძალა გამოიყენეს.

    ინციდენტი "ძალა ერთობაშიას" მორიგი პატრულირების დროს მოხდა. როგორც ქაცარავა ამბობს, ატოცის ტყეში მათ ოკუპანტების ახალი კოშკურაც აღმოაჩინეს, ინფორმაცია "ფეისბუქით" გაასაჯაროეს, რასაც ქართველი სამართალდამცველების იქ მისვლა და მათი ტერიტორიიდან გაყვანა მოჰყვა.

    აქ იყო ჭიდაობა, დახრჩობა, ხელების გადაგრეხვა, ძალიან აგრესიული დაკავება იყო, ალბათ ორი ათეული იყვნენ, ოთი ეკიპაჟი იყო მოსუკლი, ეს ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მნისიი თვაწინ " განაცხადა ქაცარავამ "მთავართან" საუბარში

    მისი თქმით, დღევანდელიო ქმედება არის კოლაბორაციონისტი ხელისუფლების საქციელი და ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა "ოკუპანტების დაკრულზე ცეკვავს"

    ნამდვილად აღმოვაჩინეთ ახალი აგებული კოშკურა. უცბად დაგვესხნენ თავს, ამოიგვიგრიხეს ხელები, წაგვართვეს ტელეფონები , ჩაგვსხეს მანქანში და არ გვაძლევდნენ საშუალებას მანქანიდან გადმოსვლის" აცხადებს "ძალა ერთობაშიას" წევრი მიშა ბალიაშვილი

    გადაამეტეს თუ არა სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას? ამ კითხვით "მთავარმა" შსს-მ მიმართა, თუმცა გომელაურის უწყება ჯერჯერობით დუმს.
    97 ნახვა
    7-06-2020, 11:00