X
GOGA.TV
13
  • საქალაქთაშორისო მგზავრობა, შესაძლოა, გაძვირდეს

    რესტორნები, სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი - დღეიდან საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება.

    თუმცა, ძალაში რჩება სავალდებულო რეკომენდაციები. არ არის გამორიცხული შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდეს.

    მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ მგზავრობის საფასური არ შეცვლილა. თუმცა ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ტარიფმა უმნიშვნელო ოდენობით მოიმატა.

    მძღოლების თქმით, სადგურებზე მგზავრთა მცირე რაოდენობა შეინიშნება.

    ადგილზე მგზავრებს შესაბამისი შემოწმება უტარდებათ.



    ავტორი: ნათია გოგიშვილი
    55 ნახვა
    8-06-2020, 01:57