X
GOGA.TV
  • სისხლიანი გარჩევა დედოფლისწყაროში - საკრებულოს თავმჯდომარემ ორი მამაკაცი დაჭრა

    სისხლიანი გარჩევა დედოფლისწყაროში - საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც ორი მამაკაცი დაჭრა, თავს იცავდა, ასეთია მუნიციპალიტეტის მერისა და ადგილობრივების ნაწილის ვერსია.

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გოჩა სამუკაშვილის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარეს 9 წელია იცნობს და მას არც ცივი იარაღი ჰქონია და არც ალკოჰოლს ეტანებოდა.

    "ნამდვილად არ ვიცი მაგათ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ აქამდე. ნამდვილად არ მინახავს, რომ ამ პიროვნებას ცივი იარაღი ჰქონოდა. არც კი სვამდა, 9 წელია მასთან ურთიერთობა მაქვს და არასდროს არ დაულევია,"- განაცხადა გოჩა სამუკაშვილმა.

    ადგილობრივების თქმით, პირებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა და მათთვის გაუგებარია, რატომ მოხდა სისხლიანი გარჩევა.

    შეგახსენებთ, სისხლიანი გარჩევა დედოფლისწყაროში მოხდა, სოფელ გამარჯვების "ქართული ოცნების" დეპუტატმა ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.

    შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა. დაშავებულებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ადგილობრივ საავადმყოფოში ჩაუტარდათ. ექიმის თქმით, მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც თბილისის სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
    23 ნახვა
    8-06-2020, 08:38