X
GOGA.TV
13
  • თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბასილაშვილის მხარე მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას ითხოვდა.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით კი, ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ექვსივე შემაკავებელი ორდერი ძალაში დარჩა. ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველებმა პროცესის შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს. სავარაუდოდ, ბასილაშვილების ოჯახი დღეს ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

    "თბილისის საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოცემული ყველა ექვსივე ორდერი ძალაში უნდა დარჩეს იმიტომ, რომ ის არის კანონიერი, ის ეხებოდა სამართლიან საფუძვლებს, რაც ნიშნავს, რომ ძალადობა ოჯახში ჩადენილია კონკრეტულად ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან და მისი მშობლების მხრიდან," - განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ.
    149 ნახვა
    9-06-2020, 00:32