X
GOGA.TV
13
  • ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ მხარი დაუჭიროს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას

    "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციონერი კანდიდატები თანაბრად გადანაწილდნენ.

    ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ მხარი დაუჭიროს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას.

    "მე არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეულ უბნებში "ლელოს" დავუჭიროთ მხარი, ცალკეულ უბნებში სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, ვინ აჯობებს კონკრეტულ ოლქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ არის ხელების გადაგრეხვა კვოტებზე, აქ არის მცდელობა, რომ შერჩეული იქნას კონკრეტულად ისეთი ადამიანები, რომელსაც მეტი შანსი ექნება მოგების, თუმცა არ უნდა იყოს რაღაცა განსაკუთრებული გადახრა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, მაგალითად 30-დან 25 მაჟორიტარი რომ უნდოდეს "ნაციონალურ მოძრაობას," ამას კატეგორიულად შევეწინააღმდეგებოდი," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

    შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები, სულ მცირე თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით გეგმის წარმოდგენას 20 ივნისისთვის გეგმავენ.
    47 ნახვა
    9-06-2020, 09:40