X
GOGA.TV
13
  • კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ არაპროგნოზირებადობა - გიორგი გახარია

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეკონომიკის აღდგენის საკითხებსა და მოცემულ პარამეტრებზე ისაუბრა. ვიდრე კრიზისი გამო კორექტირებული მიმდინარე წლის ბიუჯეტი პარლამენტს წარედგინება, მთავრობის წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები გაცვალეს.

    "ეპიდემიამ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა უკან დახია. ძირითადი ამოცანაა დღეს ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე ვიმსჯელოთ. კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ არაპროგნოზირებადობა.

    ამიტომ, ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მწირი რესურსი მაქსიმალურად სამართლიანად გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე ჩვენ წარვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც პირველ რიგში ტურისტულ სექტორს ეხებოდა, შემდეგ კი სხვებს. სწორედ ამ გზით ვაპირებთ გაგრძელებას. ეს არის საკითხი, რომელზეც ვმუშაობთ, როგორც შიდა ექსპერტებთან, ასევე საერთაშორისო მაღალი დონის პროფესიონალებთან. შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფი - ლონდონში, ნიუ-იორკსა და საქართევლოში, სადაც კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და"დელოიტის" ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

    ეს იქნება გეგმა, რომელიც მიმართულია ქვეყნის 2021,2022,2023 წლის ეკონომიკურ აღდგენაზე. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო და დაასრულა მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან, რომელმაც მათთან ახალი პროგრამა შეათანხმა. ის პარამეტრები, რომელიც აქ წარმოდგენილია, ისიც შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან. ჩვენ სწორედ ამ პარამეტრებით ვპროგნოზირებთ ეკონომიკურ ზრდას -4%-ს. ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით ბიუჯეტში ხარჯები დაახლოებით 600 მილიონით შემცირდება და ბიუჯეტის დეფიციტი პროგნოზით იქნება 8.5%.

    თუმცა ასევე ვპროგნოზირებთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ანტიკრიზისულ სწრაფ აღდგენას შეძლებს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ჩვენ ყველა თვალსაზრისით მზად უნდა ვიყოთ მოულოდნელი გამოწვევებისთვის. მინდა აღვნიშნო ტურიზმის სწრაფი აღდგენის საკითხი, რომლისთვისაც ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ. როდესაც ოპონენტები პოპულისტური ციფრებით გვესაუბრებიან, უნდა გვახსოვდეს, რომ მათ არცერთ შემთხვევაში არ ავყვეთ. ჩვენი მიზანი მარტივია, უნდა ვისწავლოთ ეპიდემიის მართვა,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
    43 ნახვა
    9-06-2020, 09:50