X
GOGA.TV
"ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ჭინჭარაული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
  • "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ჭინჭარაული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

    განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ჭინჭარაული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

    სიღნაღის რაიონულ სასამართლოში დედოფლისწყაროს "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს.

    სახელმწიფო ბრალდება გიორგი ჭინჭარაულს ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ასევე ის მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ.

    პროკურატურის პოზიციას არ იზიარებდა ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5,000 გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

    ჭინჭარაულს ბრალი გუშინ დაუმძიმდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს წევრს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

    ავტორი: ია გულიაშვილი
    54 ნახვა
    10-06-2020, 09:30