X
GOGA.TV
13
  • ქუჩური გარჩევა გორში - 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი ამ დრომდე კომაშია

    ქუჩური გარჩევა გორში - ახალგაზრდის ცემის საქმეზე დაკავებული გიორგი კანდელაკის შვილისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

    თვითმხილველები ღიად ამბობენ, რომ დანაშაულში 20-მდე პირი მონაწილეობდა. დაკავებული მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კადელაკის ვაჟი თარაშ კანდელაკია, რომელიც გორის წინასწარის დაკავების იზოლატორში იმყოფება.

    ხმაურიან საქმეზე საგანგებო განცხადება გააკეთა დაზარალებული ახალგაზრდის ოჯახის ადვოკატმა. თამარ თედლიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს.

    დაზარალებულის ოჯახს აინტერესებს, რა თქმა უნდა, გამოძიების მიმდინარეობა. ამ ეტაპზე გამოძიების მიმართ რაიმე უნდობლობის გამოთქმის საფუძველი არ გვაქვს, მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულს ამ ეტაპზე ბრალი არ აქვს წარდგენილი და დაველოდებით გამოძიების შემდგომ ნაბიჯებს, - ამბობს ადვოკატი.

    18 წლის ერეკლე თედლიაშვილი ამ დრომდე კომაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით რამდენიმე სპორტსმენი გამეტებით ურტყამდა, მათ შორის იყო გიორგი კანდელაკის მოკრივე შვილი თარაშ კანდელაკიც.

    ნაცემი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ექიმების შეფასებით, უკიდურესად მძიმეა. იგი მართვით სუნთქვაზე რჩება. ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით, უგონო მდგომარეობაში მყოფი, ჯერ კლინიკა „გორმედში“ შეიყვანეს, მოგვიანებით კი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, კლინიკა „ჯერარსში“ გადაიყვანა.
    356 ნახვა
    10-06-2020, 10:44