X
GOGA.TV
13
  • სააკაშვილი აანონსებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩაერთვება

    საქართველოში მიმდინარე პროცესებს მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. ვიდეო მიმართვაში უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლა არა ადგილების გაყოფის დრო, არამედ გაერთიანების დროა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აანონსებს, რომ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება და ბრძოლის წინა ხაზზეც იქნება:

    "მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ადგილების გაყოფის დრო, არც ახლაა და არც მომავალში არ დადგება. ვისაც გვინდა, რომ ჩვენ ხალხს დავეხმაროთ, ყველანი უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე. წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ეს ქვეყანა ან ის გაიმარჯვებს,მესამე ვარიანტი არ არსებობს, ამიტომ ჩვენც ვემზადებით გამარჯვებისთვის," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
    76 ნახვა
    11-06-2020, 08:48