X
GOGA.TV
13
  • არ ვიცოდი ფეხმძიმედ თუ იყო, ამას თურმე ბავშვი დაუბადებია - ახალშობილის მამა

    სოფელ ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშობილის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა ბავშვი ფარულად გააჩინა და კოჭლამაზაშვილების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა, სადაც ბავშვის დედა და მისი მეუღლე მეორე კვირაა ცხოვრობენ.

    ბავშვი ოჯახის ახლობელმა იპოვა, რის შემდეგაც ადგილზე მეზობლები და პოლიცია მივიდა. მათი თქმით, ახალშობილი პარკში იყო გახვეული და პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია. ამის შემდეგ ჩვილი წნორის კლინიკაში, მოგვიანებით კი ლაგოდეხის საავადმყოფოს ბავშვთა ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

    დეტალებზე საუბრობს ჩვილის მამაც, რომლის თქმითაც, ცოლი ფეხმძიმობას უმალავდა და მან მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა ბავშვი გააჩინა და თავად საავადმყოფოში წაყვანა მოითხოვა.

    არ ვიცოდი ფეხმძიმედ თუ იყო, ამას თურმე ბავშვი დაუბადებია, პარკში გადაუხვევია და დაუდვია მინდორში. ვიცოდი, რომ სიმსივნე ჰქონდა ავთვისებიანი, მე მიმალავდა, არ მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო, – ამბობს ჩვილის მამა.

    ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დედა კი საგარეჯოს საავადმყოფოში მკურნალობს.

    სიღნაღის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს ქალის მეუღლე. გამოძიება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით მიმდინარეობს.

    ავტორი: ია გულიაშვილი
    146 ნახვა
    11-06-2020, 09:35