X
GOGA.TV
ისანში გვიან ღამით დევნილებმა გზა გადაკეტეს
  • ისანში გვიან ღამით დევნილებმა გზა გადაკეტეს

    ხმაური იყო გვიან ღამით ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე - ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში მცხოვრები 230-მდე ოჯახი - მათ შორის სოციალურად დაუცველები და დევნილები, ბინების დაკანონებას ითხოვდნენ. ამის გამო მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

    მათი მთავარი მოთხოვნა იმ ბინების საკუთრებაში გადაცემაა, რომლებშიც 2012 წლიდან ცხოვრობენ. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციების გამართვას კვლავ გეგმავენ. ადგილზე იმყოფებოდა გამგეობის წარმომადგენელი, ის სოციალურად დაუცველ და დევნილ ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა. აქციის მონაწილეები ისნის გამგებელთან და თბილისის მერთან შეხვედრასაც ითხოვენ.

    "სანამ გადავკეტავდით გზას, გამგებელმა დაურეკა ერთ-ერთი კორპუსის წარმომადგენელს, რომ არ გადაკეთოთ გზა, მე თქვენი ახმაურება არ მაწყობს, თორემ შავ სიაში მოხვდებით, ვერ მიიღებთ ვერაფერსო.

    ჩვენი საცხოვრებელი ადგილი არის ბიზნეს ინტერესი. ინფორმაციაა მოსული, რომ ჩვენი კორპუსი უნდა დაინგრეს და ჩვენ, მანდ მაცხოვრებელ ხალხს, არ გვერგება ბინა," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
    39 ნახვა
    29-06-2020, 00:08
    News-ები