X
GOGA.TV
  • ანა დოლიძე კერძო ბაღების თანამშრომლებთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს...

    ანა დოლიძე კერძო ბაღების თანამშრომლებთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, 5 ივლისამდე, კერძო ბაღებთან დაკავშრებით შემოღებულ იქნას რეგულაცია, რომელიც ამ სექტორის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა.

    საუბარია ასოციაციაზე, სადაც 60-მდე კერძო ბაღია გაერთიანებული და დასაქმებულია 1500-ზე მეტი თანამშრომელი. ამ ეტაპზე ისინი შესაბამისი სტრუქტურიდან ელიან პასუხს.

    "ჩვენ მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, დღესვე 5 ივლისამდე სასწრაფოდ გასცეს პასუხი და შემოიღოს რეგულაცია კერძო ბაღებთან დაკავშირებით, ისეთი რეგულაცია, რომელიც მისცემს საშუალებას ამ მცირე ბიზნესს, რომელიც ისედაც სულს ღაფავს, ამუშავდეს,"--აცხადებს "მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე.

    "მარტის თვიდან არ გვაქვს შემოსავლები. შენობასთან ერთად ვკარგავთ თანამშრომლებს, აღსაზრდელებს და ფაქტობრივად ვართ განწირულები. ჩვენ მივმართეთ ძალიან ბევრ დაწესებულებას, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ დღმდე არანაირი კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია,"-აცხადებს კერძო ბაღების გაერთიანების წარმომადგენელი მაია ღვინჯილია.
    26 ნახვა
    29-06-2020, 08:16
    News-ები