X
GOGA.TV
  • მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის მონაპოვარია

    საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციაში განცხადებები გაკეთდა.

    "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის მონაპოვარია.

    "ის ოპოზიციური ერთობა, ნათელაშვილის ოფისში (თუ როგორ ამბობს "ქართული ოცნება" - ეზოში თუ ფანჩატურში) შეკრებილი ოპოზიციის ერთობა არის ზუსტად იმის თავი და თავი, რომ დღეს ჩვენ ეს დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას - მეგობრებო, ახლა ჯერი თქვენზეა. თქვენ უნდა გააკეთოთ მრავალ პარტიას შორის მრავალპარტიული არჩევანი. არასოდეს აღარ უნდა დადგეთ არჩევანის წინაშე - ან ბიძინა, ან მიშა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

    შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებებს 117-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო - 3 წინააღმდეგი იყო.

    ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
    29 ნახვა
    29-06-2020, 08:23
    News-ები