X
GOGA.TV
არ გამოვიდა დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა - კალაძე
  • არ გამოვიდა დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა - კალაძე

    პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, კახა კალაძე საკონსტირუციო ცვლილების მესამე მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ ცვლილებას კალაძე დემოკრატიის შეუქცევად პროცესად აფასებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციას დემოკრატიული პროცესის ხელის შეშლა არ გამოუვიდა.

    "საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა. ისტორიული და ისტორიულზე მეტად, ლოგიკური ამბავია. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა აქამდე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება და გამბედაობა ამ ცვლილების განსახორციელებლად.

    ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დემონსტირება, რომ ქვეყანა დემოკრატიის შეუქცევად გზაზე დგას და ვერავითარი ძალა ამ რეალობას ვერ შეცვლის.

    მთელი ეს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი პარტნიორების და მეგობრების თვალწინ და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის, ვის რა ინტერესი აქვს.

    პოლიტიკური პროცესის დინამიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან ოპონირება, პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა. გასაგებია ყველაფერი პოლიტიკური ქულების მოპოვების გზაზე, გარდა ღია კონფრონტაციისა, როცა თვალნათლივ ჩანს, რომ ვიწროპარტიული ინტერესია უმთავრესი ზოგიერთებისთვის და არა ქვეყნის მომავალზე ზრუნვა.

    არ გამოვიდა დემოკრატული პროცესებისთვის ხელის შეშლა, არ გამოვიდა პროცესის სათავისოდ გამოყენება მავანთა მხრიდან. კარგია, გაკვეთილია. მადლობა ყველა ჯანსაღად მოაზროვნე და ჯანსაღად მოქმედ პოლიტიკოსს,"-წერს facebook-ში კახა კალაძე.

    დღეს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ქვეყანაში საკონტიტუციო ცვლილებები მიღებულია

    საკონსტიტუციო ცვლილებებს 117-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო - 3 წინააღმდეგი იყო.

    ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
    65 ნახვა
    29-06-2020, 09:19