X
GOGA.TV
  • დასრულდებოდა თუ არა 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებით, სამართალდამცველებს რომ შესაბამისად ემოქმედათ

    დასრულდებოდა თუ არა 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებით მცხეთის აგარაკზე დაწყებული დაპირისპირება, სამართალდამცველებს რომ შესაბამისად ემოქმედათ - შაქარაშვილის საქმეში ჩართული ადვოკატები ამბობენ, რომ ფოტოგრაფის მიერ გამოძახებული საპატრულო ეკიპაჟი საერთოდ არ დაინტერესებულა, რისთვის გამოიძახა ისინი იაკობ ბრეგვაძემ.

    დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, საპატრულო ეკიპაჟს არც ის ადგილი დაუთვალიერებია, სადაც ფოტოგრაფი დახვდათ.

    ჩნდება კითხვები, რატომ არ მოახდინა რეაგირება გამოძახებულმა პოლიციამ. ზუსტად ამ დროს, ახვლედიანი და ქათამაძე იმალებოდნენ იმ ხიდის ქვეშ, სადაც კონფლიქტი მოხდა და საპატრულო პოლიციის მიერ ბრეგვაძის წაყვანის შემდეგ გამოვიდნენ ეს პირები, გამოიძახეს მანქანა და წავიდნენ, - თქვა ადვოკატმა.

    გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახი კვლავ გამოძიების პასუხებს ელოდება. ისინი ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზიც და ნებისმიერი პირის ბრალეულობაც გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

    არც 112-ის ადვოკატად გამოვდგები, არც შსს-სი, არც მაგათ გენინსპექციად ვივარგებ. არსებობს სათანადო ორგანოები, ნახონ. უბრალოდ, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, პატრული, რომელსაც ფოტოგრაფი ჩაუჯდა, იყო გამვლელი პატრული, რომელიც ბრძანების მოხსნის მერე მივიდა. მაგრამ რეალურია ეს, არ არის რეალური, არ ვიცი ეს და უნდა გაარკვიონ შესაბამისმა ორგანოებმა, - ამბობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.
    56 ნახვა
    30-06-2020, 01:26