X
GOGA.TV
  • პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, თუმცა მთავარი პოლიტიკური მსხვერპლი ისევ ციხეშია

    პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, თუმცა მთავარი პოლიტიკური მსხვერპლი ისევ ციხეშია - "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებები ისე დაამტკიცა და საარჩევნო სისტემა 120/30-ზე მოდელით ისე შეცვალა, რომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი უკანონო პატიმრობიდან არ გაუთავისუფლებია.

    ოპონენტებს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტი აღარ დარჩათ, თუმცა 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას მაინც მოითხოვენ და გამოსავლად საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას ხედავენ.

    ერთადერთი იმედი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოების, ამ შემთხვევაში იქნება ზეწოლა პოლიტიკურ პატიმართან დაკავშირებით, რადგან ის უკვე აღიარებულია პოლიტპატიმრად და მეორე და მთავარი, სულ რამდენიმე თვე დარჩა არჩევნების გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლამდე და ახალი კოალიციური მთავრობის პირობებში პოლიტპატიმარმა გიორგი რურუამ უნდა დატოვოს საპყრობილე, - ამბობს "თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია.

    ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავრობის წინააღმდეგ მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

    გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება ნიშანი, რომ ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ნორმალურ გარემოში ჩაატაროს არჩევნები, - ამბობს იგი.

    "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებამდე დარჩენილია ერთი პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

    ჩვენ ვიმუშავებთ მის გასათავისუფლებლად და მანამდე ვართ ბოიკოტის რეჟიმში და არ შევწყვეტთ წნეხს ხელისუფლებაზე, - აცხადებს კახიძე.
    32 ნახვა
    30-06-2020, 01:31