X
GOGA.TV
13
სტიქია რაჭაში - 100-ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს
  • სტიქია რაჭაში - 100-ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. უსაფრთხო ადგილას 100-ზე მეტი მოქალაქე გადაიყვანეს, მათ შორის ბავშვებიც.

    ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილიდან განაახლეს, რომლებიც მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან.

    ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ზონაში მუშაობენ დრონები.
    49 ნახვა
    30-07-2020, 01:01