X
GOGA.TV
13
  • პანკისის ხეობაში უხუცესების შეკრება უშედეგოდ დასრულდა

    მუთოშვილები და ქავთარაშვილები ისევ დაპირისპირებული მხარეები არიან - დღესაც უშედეგოდ დასრულდა უხუცესების შეკრება პანკისის ხეობაში. 2019 წლის მკვლელობის საქმის შემდეგ დაპირისპირებული მხარეების შესარიგებლად დღეს თითქმის 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

    მუთოშვილების არგუმენტი ის იყო, რომ მათ სურდათ განხილვის გადატანა უფრო ფართო წრეში, ოჯახის წევრების ჩართულობით, რადგან დღეს ოჯახის წევრებიდან ყველა არ იყო წარმოდგენილი. ასევე, სურთ რომ უცხოეთიდან პანკისში ჩამოვიდნენ მათი ნათესავები და მათი ჩართულობით მიიღონ გადაწყვეტილება.

    საქმე უკავშირდება გასული წლის იმ დანაშაულს, როდესაც ვისო მუთოშვილი მოკლეს და რომელშიც ქავთარაშვილებიც ფიგურირებენ. არსებობს სისხლის აღების მუქარაც.
    82 ნახვა
    31-07-2020, 09:37