დიდებული საუკუნე: ქოსემის რისხვა
დაემატა სერია 234
წელი: 2015
ჟანრი: ისტორიული, დრამა
რეჟისორი: ზეინეპ გუნაი
როლებში: ბერენ საათი, ჰულია ავშარი, ერქან ქოლჩაქ ქოსთენდილი, სელჩუქ დემირი, მეთე ჰოროზოღლუ, ალიქან იუჯესოი

აღწერა:
ახალგაზრდა ანასტასია, საბერძნეთიდან აჰმედ პირველის ჰარამხანაში მოხვდა. საკუთარი სილამაზის წყალობით, მან სულთნისგან „ყველაზე საყვარელის“ სახელი მოიპოვა. თუმცა, ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, ის სულაც არ ყოფილა სულთნის ფაოვრიტი. 14 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე ქიოსემმა აჰმედ პირველს 13 ბავშვი უშვა. თანამედროვეთა სიტყვებით, ფადიშაჰი სულთან ქალბატონს არაფერზე ეუბნებოდა უარს. ქალი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა და მასთან პოლიტიკაზე საერთოდ არასოდეს საუბრობდა. 1617 წელს ფადიშაჰი გარდაიცვალა და ქიოსემმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. იანიჩარებს კი სულთნად სულ სხვა კანდიდატები ჰყავთ...
შავთეთრი სიყვარული
დაემატა სერია 32 (დასასრული)
წელი: 2017
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: იასინ უსლუ
როლებში: იბრაჰიმ ჩელიქოლი, ბირჯე აქალაი, მუჰამედ უზუნერი, არზუ გამზე ქილინჩი

აღწერა:
ფერჰათი ის ადამიანი გახლავთ, რომელმაც დაივიწყა, თუ რა აუცილებელია სიყვარული. ის, ის კაცი არის, ვისაც თვალის დაუხამხამებლად შეუძლია მოკლას ვინმე, თუკი, ამას საჭიროება მოითხოვს. ასლი კი - გულთბილი გოგონაა. იგი პროფესიით ექიმია, რომელმაც თავი ადამიანების გადარჩენას მიუძღვნა. ფერჰათს სასწრაფოდ სჭირდება ექიმი, რათა ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნას. ამის გამო, გადაიკვეთება ასლისა და მისი გზები. ეს ორი ადამიანი, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც შავი და თეთრი...
მზიანი დღეები
დაემატა სერია 612 (დასასრული)
წელი: 2011
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: გურსელ ეითსი, ბერგუზარ დემიროღლუ
როლებში: სეიმა ქორქმაზი, მერთ ალთინისიქი, ჯერენიალაზოღლუ, მურათ დანაჯი, ილქაი ქაიქუ, ნუსრეთ სენი ...

აღწერა:
ოსმან ქოზაქი, რამდენიმე წლის წინ ქაიზერიდან ანკარაში გადავიდა საცხოვრებლად. იგი ბიზნესმენია და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. მას მაღაზიების ქსელი აქვს. მისი კომპანია ახლო აღმოსავლეთში მსხვილი ჰოლდინგის ექსპორტს ეწევა. ოსმანი მტკიცე ხასიათების ადამიანია. მისთვის დისციპლინა უმთავრესია. ის წარმატებულად მართავს თავის კომპანიას. თუმცა, მისი "რკინის მუშტის" მეთოდი, არც ისე კარგად სჭრის საკუთარ ოჯახში...
ლაქა
დაემატა სერია 9
წელი: 2017
ჟანრი: დრამა, მელოდრამა

აღწერა:
მშობლების დაკარგვის შემდეგ, იასემინი თავის ყრუ ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. მან როგორც იქნა სამსახური იშოვა და ბავშვთა სახლიდან წამოსვლა შეძლო. ძმის მზრუნველობა გოგონამ საკუთარ თავზე აიღო. მურათი ახლა 9 წლისაა. იასემინი ადვოკატობაზე ოცნებობს და სწავლის ქირის გადახდა რომ შეძლოს, მაღალი ანაზღაურებით ოფიციანტად უნდა იმუშაოს. მას მოულოდნელად ბედი ახალგაზრდა ვაჟს შეახვედრებს, რომელსაც ჯემი ჰქვია. ჯემი წარმატებული ბიზნესმენია და მას დიდი ხანია ქალების მიმართ ნდობა დაკარგული აქვს. ეს კი საკუთარი დედის ღალატითაა გამოწვეული. თუმცა, ვაჟი იასემინში სულ სხვა ადამიანს ხედავს, რომელმაც შესაძლოა შეაცვლევინოს წარმოდგენა მაცდურთა სქესზე...